იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა.
ტოჩინოშინი მეათე საბრძოლო დღეს შოჰოზანს შეხვდა და მეტოქე ცურიდაშის ილეთით დაამარცხა.
ლევანმა კარიერაში 27-ე ცურიდაში შეასრულა.
ამ დროისთვის ქართველის ბალანსი ისევ თანაბარია. მის ანგარიშზე 5 გამარჯვება და 5 მარცხია.
ხვალ ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა ჩიოტარიუს დაუპირისპირდება.