ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა.
29 წლის ბასილაშვილი სამოცდამეოთხედფინალში ბრიტანელ ენდი მარისთან 5 სეტში 1-6, 6-3, 4-6, 7-6, 4-6 დამარცხდა.
დაპირისპირება 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა 99 უნებლიე შეცდომა დაუშვა როცა მის მეტოქეს ორჯერ ნაკლები ჰქონდა.
ვეტერანი ბრიტანელი მეორე წრეში იაპონელ ტარო დანიელს დაუპირისპირდება.