საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. სანდრო პირველი ქართველია, რომელმაც თასი მოიპოვა.
მსოფლიო თასს თბილისი მასპინძლობს და ბაზაძემ 6 ორთაბრძოლის მოგება შეძლო. 28 წლის მოფარიკავემ რუსი ოლეგ პეტროვსკი 15:8 დაამარცხა. ამის შემდეგ უნგრელ ჩანად გემეშთან 15:10 იმარჯვა.
მერვედ და მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუნჰო კიმთან 15:7 და იტალიელ ჯოვანი რეპეტისთან 15:10 გამარჯვებები მოჰყვა.
ნახევარფინალში სანდრომ ფრანგი ბოლად აპიტი 15:10 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში ბაზაძემ რუსი კამილ იბრაგიმოვი საკმაოდ მარტივად, 15:8 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძემ ისტორია დაწერა და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.
თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასი ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულდა. 17 იანვარს მსოფლიო თასსზე გუნდური შეჯიბრება გაიმართება.