იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე თანაბარ ბალანსზე გავიდა.
ჰაცუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ტერუცუიოშის გაეჯიბრა და იორიკირის ილეთით დაამარცხა, რითაც ტურნირზე ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა.
დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინს ამ დროისთვის თანაბარი ბალანსი 4 მოგება და 4 წაგება აქვს.
ლევანი მომდევნო ბრძოლას მე-14 მაეგაშირა კოტონოვაკასთან ჩატარებს.