2021-2022-ის ციტრუსის სეზონი აჭარაში წარმატებული გამოდგა. რეგიონიდან ექსპორტზე 37 153 ტონა სტანდარტული მანდარინი გავიდა.
რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს, მიღებული და გადამუშავებულია 9 293 ტონა, ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა კი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10 %-ით მეტია.
ნარინჯისფერ სეზონზე მოქმედებდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომლის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა იყო.