ქობულეთის ‘’შუქურას’’ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, გუნდს მომავალი სეზონიდან რევაზ გოცირიძე უხელმძღვანელებს. ახალი მწვრთნელი ამ პოსტზე გიორგი შაშიაშვილს შეცვლის. ის აქამდე "თელავის" და "საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო.
საფეხბურთო კარიერის დროს კი როგორც ქართულ, ასევე უცხოურ კლუბებში უთამაშია. 2005-2006 წლებში, გოცირიძემ 3 მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურითაც ითამაშა.
ცნობისთვის, ქობულეთის ‘შუქურა’’ გასულ წელს ეროვნული ლიგიდან ეროვნულ ლიგა 2 - ში დაქვეითდა. ახლა კი გუნდი უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძოლებს.