ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე დღეში საკარანტინო პერიოდის განახლებული ვადები ჩამოყალიბდება.
თამარ გაბუნაის თქმით, კონსულტაციები დაწყებულია. მისივე განმარტებით, საკარანტინო ვადების ცვლილება განპირობებულია „ომიკრონის“ შტამის განსხვავებული მიმდინარეობით. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
''მივყვებით ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის პროტოკოლებს საკარანტინო ვადებთან მიმართებით. სამინისტროში განხილვები და კონსულტაციები დაწყებულია. დღეს, ხვალ, საბოლოოდ ჩამოყალიბდება უკვე განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებით.
თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა შესაძლოა, მეტი დროც.
კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად, ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და ბუნებრივია, შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემა ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ.