საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბი ქუთაისის ''ტორპედო'' ახალი სეზონისთვის ძლიერდება. ინფორმაცია გუნდის ახალწვეულების შესახებ გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
საერთო ჯამში ამ დროისთვის რიონისპირელებმა 6 ფეხბურთელი დაიმატეს. სამი მათგანი გუნდის ყოფილი მოთამაშე იყო.
- 29 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი გასულ სეზონში "თელავში" თამაშობდა, სადაც 35 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
- ''ტორპედოში'' დაბრუნდა 29 წლის მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძეც, რომელიც 2019 წლის სეზონიდან "დინამო თბილისში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა.
- გუნდში დაბრუნდა გიორგი კუხიანიძეც. 29 წლის ნახევარმცველი ბოლოს უზბეკურ "ქიზილქუმში" გამოდიოდა.
- ტორპედოს“ ახალწვეულია 25 წლის ფლანგის შემტევი აკაკი შულაიაც, რომელიც გასულ სეზონში "საბურთალოს" ღირსებას იცავდა.
- "ტორპედოს" საყრდენი ნახევარმცველი გია მანჯგალაძეც დაემატა, რომელიც გასულ სეზონში ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა.
- გია ცეცაძის ხელმძღვანელობით ითამაშებს ირაკლი ბუღრიძეც – გორის "დილას" ყოფილი თავდამსხმელიც გუნდს უკვე შეუერთდა. 24 წლის ბუღრიძემ გასულ სეზონში "დილაში" 28 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით გუნდი, თურქულ შეკრებაზე ხანგრძლივი დროით გამგზავრება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი