ყაზახეთის ქალაქ ალმათიში სამართალდამცველებმა გასული ღამის განმავლობაში 100-მდე ადამიანი დააკავეს. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, არეულობისა და შეტაკებების შედეგად, ძალოვანებმა 6000 -მდე ადამიანი დააპატიმრეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. ასევე, უწყების ცნობით, დამწვარი ან დაზიანებულია 400-ზე მეტი ავტომობილი, მოროდიორებმა დაარბიეს 100-ზე მეტი მსხვილი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი მონაცემებით, მიყენებული ზარალის ოდენობა 212 მილიონ დოლარს აღემატება.ყაზახი სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებას და ეჭვმიტანილთა ძიებას განაგრძობენ.
პარალელურად, ნურსულთანსა და ალმათიში განთავსდნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ეგიდით, ქვეყანაში დისლოცირებული მშვიდობისმყოფელები.ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქის ცალკეულ რაიონებში პერიოდულად სროლის ხმა ისმის.მოქალაქეები კი, პურის, სურსათისა და საწვავისთვის გრძელ რიგებში დგანან.