კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ღამის კლუბებს მუშაობა უკვე 2 წელია აკრძალული აქვთ. მხოლოდ 5 დღით საახალწლო დღეებში დართეს ფუნქცინირების ნებართვა.
გადასახადების გამო ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ. მათ ვისაც ზღვისპირა ზოლში არსებული შენობები იჯარით ჰქონდათ აღებული ბიზნესზე უარი თქვეს. კლუბების მსგავსად ბათუმში 10-ბით კვების ობიექტი აღარ ფუნქციონირებს.