ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო საქართველოს და უკრაინის ღია მხარდაჭერას აგრძელებს. იენს სტოლტენბერგი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კი აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებს ორ დღეში გამართავენ უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვის, ვაშინგტონისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით კი, 13 იანვრისთვის არის დაგეგმილი.