ახალ წელს სუმოს სამყარო განახლებული რეიტინგით შეხვდა, რომლის მიხედვითაც პროფესიონალი სუმოტორები 9 იანვრიდან ჰაცუ ბაშოზე იასპარეზებენ.
ლევან გორგაძე 2022 წლის პირველ ბაშოს დასავლეთის მე-15 მაეგაშირას სტატუსით ხვდება. ტოჩინოშინი უკვე 74-ე ბაშოს იწყებს მაკუუჩიში (94-ე ბაშოს კარიერაში) და აქამდე მას მე-15 მაეგაშირას რანგი არასდროს უტარებია.
იანვრის ტურნირზე ერთი იოკუძუნა და ორი ოძეკი იასპარეზებს. იოკოძუნა ტერუნოფუჯის, ოძეკი ტაკაკეიშოსა და ოძეკი შოდაის სახით.
ჰაცუ ბაშოს პირველ დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა იაპონელ ცურუგიშოს შეერკინება.
სუპერტურნირი ტოკიოში 9 იანვარს დაიწყება და 23 იანვარს დასრულდება.