შობას ბათუმში ევროპის მოედანზე კონცერტი გაიმართება. ღონისძიება 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მასში ძირითადად ადგილობრივი ანსამბლები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
მსმენელის წინაშე ანსამბლები: ალილო, ფორტე და ბათუმი მიიღებენ მონაწილეობას.
იმღერებენ სოფო ხალვაში, აჩიკო გოგიტიძე, სულხან ჯაიანი, კახაბერი და ხანუმები. ევროპის მოედანზე დილიდან სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ტარდება.
კონცერტს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ''მთავარი'' 20:00 საათზე ეთერში არ გავა.