ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით რამდენიმე რეისის განხორციელება შეფერხდა.
აეროპორტების გაერთანებაში აცხადებენ, რომ გუშინ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანიდან, განრიგის მიხედვით შესრულდა ფრენა ქუთაისის მიმართულებით, ხოლო თბილისის მიმართულებით ყველა რეისი გადაიდო.
"თბილისიდან არ შესრულდა გუშინ არც ალმაატა და არც აქტაუ, ქუთაისიდან გუშინ შესრულდა, დღეს ველოდებით, რომ ატირაუდან ჩამოფრინდება. ჯერ-ჯერობით არ ჩამოფრენილა. ავიაკომპანია იძახის, რომ ვერც უკავშირდებიან, რადგან იქ ინტერნეტი და კავშირი არ არის"-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.