დრამატულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფინეთს ფრედ ეთამაშა

05 იანვარი 2022, 20:49 1061 ნახვა

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და ფრედ 22-22 ეთამაშება.

საწყის წუთებში უპირატესობას სტუმრებმა მოიპოვეს და ანგარიშითაც წინ გასვლა მოახერხეს. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და ტაიმი დასაბანად 8-9 წააგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა და წინ გასვლაც მოახერხა. დრამატული გამოვიდა ბოლო წამები, როდესაც საქართველოს ნაკრები 22-21-ს იგებდა მატჩის დაწყებამდე 3 წამით ადრე კი ფინელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

საპასუხო მატჩი 9 იანვარს უკვე ფინეთში გაიმართება. ორ მატჩიანი ფლეიოფის გამარჯვებული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი