მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის პროცედურებზე , ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში განვითარებულ მოვლენებზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი რამდენიმე საათი უსვამდა კითხვებს. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, გამოძიებას შესაძლებელია ჰქონდეს კითხვები უკვე მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.