ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას ? - ეს უნდა დაადგინოს კომისიამ,რომლის შექმნასაც მხარდამჭერებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც. კომისიის შექმნის შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ბოიკოტის შეწყვეტის პირობას დებს. ოპოზიციაში მოსაზრეები არაერთგვაროვანია. ზოგი კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს, ზოგიც აპირებს შექმნაში მონაწილეობას , თუმცა არა მუშაობაში. ინიციატივას რომ შეიძლება მხარი დაუჭირონ, არ გამორიცხავენ"ქართულ ოცნებაში" , სადაც მიაჩნიათ, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.