სპეციალისტები კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის დასაწყისს უახლოეს დღეებში არ გამორიცხავენ. ამის თქმის საფუძველს აძლევთ ომიკრონის შტამის უკვე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. კვლევების მიხედვით, ომიკრონს ძირითადად ახასიათებს გავრცელება და არა მძიმე მიმდინარეობა. ეპიდემიოლოგების თქმით, ის ძალიან ხშირად იცვლის სახეს, ამიტომ ომიკრონის შტამის ე.წ. კეთილთვისებიანობაზე დარწმუნებით ვერ ისაუბრებენ. ასევე კვლევები ჩატარებულია ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია.