ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატი იმყოფება. შოთა თუთბერიძის განცხადებით, ის დაინტერესდება თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლეობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გუშინ გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გუშინვე მივიდნენ მისი უფლებადამცველები ,პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება კი გააკრიტიკეს საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველებმა.