სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი

30 დეკემბერი 2021, 11:47 1054 ნახვა

ისევ ისმის კრიტიკა დიპლომატებისგან, ასევე ცალკეული ევროპარლამენტარისგან, იმ საკანონმდებლო პაკეტზე, რომლითაც  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. ,,ძალიან შემაშფოთებელია ის, რაც საქართველოში ხდება - ეს არ ჰგავს 2022 წლის პერსპექტიულ დასაწყისს“- აცხადებს  ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი.  საქართველოში ჩეხეთის ელჩიც ეხმაურება კანონპროექტს, დიპლომატისთვის დაწყებული პროცესები საგანგაშოა. პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შეჩერებისკენ მოუწოდებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს რეფორმის ჩატარების მიზნით ფართომასშტაბიანი კონსულტაციები გამართოს სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. არასამტავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონდებლო პაკეტის განხილვის პროცედურა არ პასუხობს გამჭვირვალობისა და პარლამენტის ღიაობის პრინციპებს.  ამის მიუხედავად  კი პარალმენტში დღეს საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობა  მეორე და მესამე მოსმენით   გაგრძელდება. კანონპროექტი  პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  ცვლილებებს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 13.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი