საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2020 დუბაის“ ფარგლებში დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნა. ქართულ პავილიონში წარდგენილია ქვეყნის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის: დამწერლობა, კულტურა, ტრადიციული მეღვინეობა, ტურისტული პოტენციალი. „ექსპო 2020 დუბაიში“ წელს მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.