აჭარაში ომიკრონის 4 შემთხვევა დადასტურდა

29 დეკემბერი 2021, 11:52 872 ნახვა

"ომიკრონის"  შემთხვევები უკვე დადასტურდა აჭარაში. ინფიცირებულია 4 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში დადასტურებული "ომიკრონის" 4 ახალი შემთხვევიდან 3 მკურნალობას ბინაზე გადის, ერთი პირი კი კოვიდ სასტუმროშია გადაყვანილი.

ნონა ეფაძის განმარტებით, "ომიკრონს" ახასიათებს მეტი გადამდებობდა და დაინფიცირება შეიძლება მოხდეს მოკლე დროში.

იგი მოსახლეობას სადღესასწაულო დღეებში მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"აჭარაში "ომიკრონის" 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ისინი არიან მოზრდილი პირები, მათგან 3 ოჯახში გადის მკურნალობას ერთი კოვიდ სასტუმროშია გადაყვანილი. სამის მიმდინარეობდა იყო ძალიან მსუბუქი და ისინი ორჯერადად იყვნენ აცრილი სხვადასხვა ვაქცინით, მეოთხე პირი ვაქინირებული არ გახლდათ, თუმცა მისი მდგომარეობაც არ არის მძიმე.  ზოგადად "ომიკრონს" ახასიათებს მეტი გადამდებობა და დაინფიცირება შეიძლება მოხდეს მოკლე დროში. უფრო მალე შეიძლება მისი გავრცელება, ამიტომ სადღესასწაულო დღეებში მეტი სიფრთხილე გვმართებს"- განაცხადა ნონა ეფაძემ.

მისივე განცხადებით, ჯერჯერობით შემთხვევათა გამოხატული მატება რეგიონში არ ფიქსირდება. მომდევნო დღეებს რაც შეეხება ეს დამოკიდებულია აქტივობებსა და რეკომენდაციების დაცვაზე.

"ორჯერადად აცრილი აჭარის  ზრდასრული მოსახლეობის არის 48%, 60 წელზე მეტი ასაკის პირები უკვე 64%-ზე მეტი აცრილია პირველი დოზით, მეორე დოზაზეც გრძელდება მათი აქტივობა"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში