საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

28 დეკემბერი 2021, 14:44 845 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს ახალი გადაწყვეტილება. ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი კამპანია იანვარშიც გაგრძელება. ამასთან, ასაკობრივი ზღვარი დაიწევს და 60 წლის ნაცვლად, აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წლიდან მოქალაქეებიც მიიღებენ. ღამის კლუბებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული სიახლეების შესახებ ცნობილი ახალ წლამდე გახდეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში