პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა - იუსტიციის მინისტრი

28 დეკემბერი 2021, 13:33 1257 ნახვა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ თუკი რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა კვლავ დაიწყო შიმშილობა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მას კვლავ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და ის გაწერეს საავადმყოფოდან. რატი ბრეგაძის თქმით, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც დასრულებულია მკურნალობა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

''19 ნოემბრიდან მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მკურნალობის მიზნით გორში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის დასრულების შემდგომ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ. იგი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის 12-ე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, აღელვების ნიადაგზე აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა და შესაბამისად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გადაყვანის კანონიერი ღონისძიების დროებით გადავადების შესახებ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი