ახალი ტექნიკა სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისათვის

15 დეკემბერი 2016, 00:00 2723 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სამგზავრო დოკუმენტების ინსპექტირებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.  სამინისტროს  ინფორმაციით, დანადგარები ქვეყნის 10 სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებულ ლაბორატორიებში განთავსდება. მათი საშუალებით სამგზავრო დოკუმენტების მეორადი, სიღრმისეული შესწავლა განხორციელდება. 

ამავე კატეგორიაში