ჯანდაცვის ახალი მინისტრისთვის მთავარი გამოწვევა პანდემიასთან ბრძოლა იქნება. იმ პირობებში როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთულად რჩება. მაღალია კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. ბოლო დღე- ღამეში ვირუსს 71 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა კიდევ 986 ადამიანი. ამის პარალელურად იზრდება ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვიც.