ბათუმში, შერეული ქართული კრივის სახეობაში სხვადასხვა ორთაბრძოლის ფედერაციის წარმომადგენელთა შორის შეჯიბრება გაიმართა. მასში სხვადასხვა წონითი კატეგორიის 7-დან 21 წლამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ სახეობაში შეჯიბრება ექსპერიმენტულია და იგი რამდენიმე სპორტული სახეობის წესებზე აგებული. ორგანიზატორთა თქმით, სპორტული ღონისძიება მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.