ბათუმის სასპორტო სკოლამ გასული წელი შეაჯამა და საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და ვეტერანი სპორტსმენები დაასახელა. 2021 წელს ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებაზე საერთო ჯამში 290 მედალი მოიპოვეს, ამათგან 94 ოქროს, 98 ვერცხლისა და 98 ბრინჯაოს მედალი. 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე დასახელდა. საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ ლაშა გობაძე, ფრიდონ აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე, კარატისტები მინდია მგელაძე, დათა ფუტკარაძე, დავით და ანრი მსხალაძეები. საუკეთესო მწვრთნელად რამაზ ზოიძის პირადი მწვრთნელი მარად არძენაძე დასახელდა. წლის საუკეთესო გუნდის ტიტული კი ფრენბურთელებს ერგოთ. დაჯილდოვდნენ ასევე ვეტერანი სპორტსმენებიც.