გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა - ''თბილისი ენერჯი''

24 დეკემბერი 2021, 12:16 981 ნახვა

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, შემთხვევა დიდუბეში მოხდა.

„გაზის გაუმართავი გამათბობლის გამო 22 წლის გოგო გარდაიცვალა. იყავით ძალიან ყურადღებით, არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, - მიმართავს კომპანია მოსახლეობას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

გუშინ კი გლდანში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ღიად დატოვებული გაზქურის გამო მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი