ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას გუნდის წევრი გახდა - პოლიტიკური შეფასებები

23 დეკემბერი 2021, 17:59 1179 ნახვა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევით გახარიას პარტიამ ენმ-თან კოალიცია გააფორმა-ასე ქართული ოცნება ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა. სოზარ სუბარმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარიას პარტია  და "ნაციონალური მოძრაობა" საერთო თამაშს თამაშობდნენ. საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამდა წყალს-ფიქრობენ სახელისუფლებო პარტიაში. არავის არ აინტრესებს სოზარ  სუბარი რას იტყვის-ასე უპასუხა ნათია მეზვრიშვილმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას. მან მმართველ პარტიას  ხალხის პრობლემებით დაინტერესება ურჩია.  მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანი საკრებულოებში ბალანსის დაცვაა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი