დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ხულოში

23 დეკემბერი 2021, 12:02 1569 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას ცდილობენ მაღალმთიან აჭარაში. აქ მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება. თოვლმა შეფერხებები შექმნა როგორც გადაადგილების ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.

მიმდინარეობს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა. ამ დრომდე ჩაკეტილია შიდა საუბნო გზები.

გადაადგილება გართულებულია ცენტრალურ მაგისტრალზეც, სადაც მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა შესაძლებელი.

''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ინფორმაციით, მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ორი დღის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. 

აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო არცერთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში