ქვეყანაში ომიკრონის 24 შემთხვევა დადასტურდა

22 დეკემბერი 2021, 14:56 688 ნახვა

ყოველდღიურად 12-დან  15 000 მდე ახალი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს კორონა ვირუსის ახალი შტამის- ომიკრონის. ახალ კვლევებზე დაყრდნობით ამ განცხადებას ივანე ჩხეიძე აცხადებს. როგორც დღეს სპეციალისტები აცხადებენ, შესაძლოა ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდეს, თუმცა სამედიცინო სექტორის გადატვირთვა და სიკვდილიანობის მატება გარდაუვალია. ექიმები და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში შეკრებისგან თავი შეიკავონ. არ გამორიცხავენ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობის წინაშე დადგეს. 52  გარდაცვლილი, ბოლო 24 საათის მონაცემებით, კვლავ საგანგაშოდ მაღალია ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი საქართველოში. რაც შეეხება ახალ შემხთვევებს, 45 000 ტესტი გაკეთდა ქვეყნის მასშტაბით, გამოვლინდა  2 739 ახალი შემთხვევა. ცნობილია აჭარის რეგიონის მონაცემებიც. გასულ დღე-ღამეში  კორონავირუსის ახალი 204 შემთვევაა გამოვლინდა. გარდაიცვალა 4 ადამიანი.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში