საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

22 დეკემბერი 2021, 14:55 1375 ნახვა

ორ დღეში ორი შემთხვევიდან 24-მდე გაზრდილი სტატისტიკა. სწორედ 24 მოქალაქეა უკვე ინფიცირებული საქართველოში ომიკრონ შტამით. აღმოჩნდა, რომ  პირველი ინფიცირებულების ყველა კონტაქტს ომიკრონის შტამი დაუდასტურდათ, თანაც უმრავლესობა იყო ვაქცინირებული. ახლა სპეციალისტები კიდევ მათ კონტაქებს იკვლევენ. როგორც წესი, ეპიდემიოლოგებმა დღესაც გაიმეორეს, რომ ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაზე გადის და ამ კონტექსტში ისიც გაირკვა, რომ 60 წლის ზემოთ პირებს, რომლებსაც სახელმწიფომ აცრის სანაცვლოდ 200 ლარიანი ერთჯერადი დახმარება შესთავაზა-ეფექტური აღმოჩნდა. დღეს ორკვირიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა,  მას არც დღეს დასწრებია ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც თანამდებობას წლის ბოლოს ტოვებს, განცახდება კი რამდენიმე კვირით ადრე გააკეთა. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში