აჭარის მაღალმთიანეთში თოვს - ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები

22 დეკემბერი 2021, 10:14 2238 ნახვა

აჭარის მაღალმთიანეთში ისევ თოვს. თოვლის საფარი დაბაში ნახევარ მეტრს აჭარბებს. მაღალი ზონის სოფლებსა და გოდერძის უღელტეხილზე კი ერთ მეტრს. 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ჩაკეტილია შიდა სასოფლო გზები. შეზღუდულია გადაადგილება ცენტრალურ მაგისტრალზეც.

სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტექნიკა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს წმენდს. 

უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10 ერთეული, ქედაში 8 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული. ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში