ომიკრონის ექსპანსია მსოფლიოში

21 დეკემბერი 2021, 19:46 1045 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე საზოგადოებას მოუწოდებს სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმონ. ამერიკის  შეერთებულ შტატებში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დომინანტურად გამოცხადდა. შემთხვევების 73 პროცენტი დადასტურებულად ვირუსის „ომიკრონ“ ვარიანტია. რისკების შესამცირებლად ქვეყნების ნაწილმა სამოგზაურო და სხვა სახის შეზღუდვები დააწესა, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ. ნიდერლანდებში საშობაო პერიოდში მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდა. საახალწლო ღონისძიება გაუქმდა ლონდონში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში