ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მის დაბადების დღეს, მორიგ აქციას ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტთან მართავს. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მისვლამდე მსვლეობა მოაწყვეს რესპუბლიკის მოედნიდან. მოწყობილია სცენა, საიდანაც გამომსვლელები, პოლიტიკური ლიდერები სიტყვით მიმართავენ აქციის მონაწილეებს.