რუსთაველის გამზირზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იწყება.
აქციის მონაწილეები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მიემართებიან. მთავარი მოთხოვნა კი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
საზოგადოებას სამომავლო გეგმებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია გააცნობს.