მედიკოსების ინფორმაციით, 14 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის დამხმარე ნაგებობის სახურავიდან თოვლის გადმოთოვის დროს გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შუახევის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.