ყოფილ პრეზიდენტს მხარდამჭერებმა დაბადების დღე მიულოცეს

21 დეკემბერი 2021, 11:52 734 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კი პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს დაბადების დღე გვიან ღამით გორის ჰოსპიტალთან მიულოცეს. მათთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ . მათ ადგილზე ბანერები წარწერით "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს"  მიიტანეს,  ჰაერში სიმბოლურად ფრანები გაუშვეს და  საქართველოს ეროვნული ჰიმნიც ჩართეს. მათ მიხეილ სააკაშვილს იუბილე ხმამაღალი შეძახილებით მიულოცეს, პასუხად კი მესამე პრეზიდენტმა ფანჯრიდან მადლობა გადაუხადა.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში