არის თუ არა ჯანდაცვის სისტემა მზად „ომიკრონთან“ საბრძოლველად

20 დეკემბერი 2021, 18:13 685 ნახვა

საქართველოში ომიკრონ შტამი ორი მოქალაქეს დაუდასტურდა. ერთს დუბაიში, მეორეს კი  აშშ-ში მოგზაურობის ისტორია აქვს.  ახლა სპეციალისტები მათ კონტაქტებს იკვლევენ.  სავარაუდოდ   25-ზე  მეტ ადამიანს. უკვე რეალობას უახლოვდება ეპიდემიოლოგების  ნაწილის  პროგნოზი, რომ შესაძლოა ეპიდვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან ომიკრონ შტამი აქამდე არსებული  კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან აგრესიულობითა და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა, ამასთან ნაკლებად ეფექტურია ვაქცინაც.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი გვეუბნება, რომ „ომიკრონი“ „ძალიან მაღალ" გლობალურ რისკს წარმოადგენს.  სპეციალისტები ისევ ვაქცინაციაზე საუბრობენ და განსაკუთრებულ აქცენტს ბუსტერ დოზაზე აკეტებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი