აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საშობაო მოგზაურობები კორონავირუსის ახალი, “ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას გაზრდის. ენტონი ფაუჩი რეგულაციების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ამასთან, ფაუჩიმ მოსახლეობას ვაქცინაციისა და ბუსტერ დოზის მიღებისკენ მოუწოდა.