საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის წინააღმდეგ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით - 4:3 დაამარცხა. ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი 16 დეკემბერს გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი უახლოეს მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.