ცენტრი "ემპათიას" ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნასა და რეკომენდაციებს ავრცელებენ.როგორც დასკვნაშია აღნიშნული, არაეფექტური მკურნალობა - რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას.