კოვიდვითარება და „ომიკრონის“ საფრთხე

19 დეკემბერი 2021, 11:39 789 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ცნობით, კოვიდ-19-ს კიდევ 47 ადამიანი ემსხვერპლა; ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი.კონკრეტულად აჭარაში 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო კლინიკებში რჩება 257 პაციენტი .. რაც შეეხება ომიკრონ შტამს, ჯერჯერობით ის საქართველოში არ დადასტურებულია, ამჟამად ლუგარის ლაბორატორია 2 საეჭვო შემთხვევას იკვლევს სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ ომიკრონი მალე საქართველოშიც დაფიქსირდება

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი