PACE საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას სთხოვს

18 დეკემბერი 2021, 12:02 907 ნახვა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა 8-10 დეკემბერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სერიოზული შეშფოთება გამოხატეს ქვეყანაში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის გამო, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ პოლიტიკურ თანამშრომლობასა და დიალოგს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. თანამომხსენებლები ხაზს უსვამენ, რომ დემოკრატიული კონსოლიდაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალის საერთო პასუხისმგებლობა და ამიტომ მოუწოდებენ მათ, განსაკუთრებით ორ უდიდეს პარტიას, „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყნის საერთო ინტერესები ვიწრო პარტიულ-პოლიტიკურ სტრატეგიაზე მაღლა დააყენონ.მომხსენებლები აცხადებენ, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივმა არჩევნებმა სულ უფრო არასასიამოვნო და საკამათო საარჩევნო გარემო გამოიწვია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი