ხელვაჩაურის 2022 წლის ბიუჯეტს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას კი წინ ხმაური უძღოდა. პროტესტის მიზეზი მხოლოდ ბიუჯეტი არ იყო. „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ითხოვდნენ და შემდეგ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.