ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

17 დეკემბერი 2021, 14:52 1133 ნახვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის მე-3 გათამაშების, 2022/23 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა და C ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი C4 ჯგუფში მოხვდა, სადაც საქართველოსთან ერთად ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და გიბრალტარი ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში - ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი თბილისში. 2020 წლის 12 ნოემბერს, გორან პანდევის გოლით მაკედონიელებმა 1:0 მოიგეს.  საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას 2020 წლის ერთა ლიგაზეც უთამაშიათ - ორივე დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ჯვაროსნებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 ფრე და 1 მარცხი. ნაკრებს უარყოფითი ბალანსი აქვს ბულგარეთთანაც - 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი. საქართველოს ნაკრებს 100%-იანი შედეგი აქვს გიბრალტართან დაპირისპირებებში - 4 თამაში 4 გამარჯვება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს გუნდები 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში სახლში და სტუმრად ჩაატარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი