"12 თვე" -თოჯინების თეატრში ხვალ პრემიერაა

15 დეკემბერი 2021, 17:55 1116 ნახვა

„12 თვე“ ასე ჰქვია საახალწლო სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ხვალ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელწიფო თეატრში გაიმართება. სპექტაკლი სამუელ მარშაკის საახალწლო ზღაპრის მიხედვით, თბილისიდან მოწვეული  რეჟისორის საბა ასლამაზიშივლის ინტერპრეტაციით დაიდგა. სპექტაკლზე მოზარდ მაყურებელთა დასი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. პატარებს წარმოდგენაზე  დასწრება 17- დან 30 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. პრემიერა ხვალ 19 საათზე დაიწყება. კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით დასწრება ხვალ თავისუფალია, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია. მომდევნო დღეებში ბილეთები გაიყიდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში