აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის სასამართლო დავა-მოწმეების დაკითხვა

15 დეკემბერი 2021, 17:52 1062 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის საქმეზე მოწმეები გამოკითხეს. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს კითხვები ჰქონდათ მრჩეველთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან. ნატა იმედაიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად განმარტავდა მიზეზებს, რის გამო დაუჭირა დირექტორის იმპიჩმენტს მხარი. იმედაიშვილის განმარტებით, მისი მთავარი არგუმენტი დირექტორის მხრიდან თანამშრომლებთან დისკრიმინაციული მიდგომა და მრჩევლებთან მისი გვერდის ავლით შეხვედრის აკრძალვა გახდა. ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ ნათია კაპანაძე მმართველთა საბჭოს წევრებს მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრას უკრძალავდა, რაზეც ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ ეს სიცრუეა და მისი მოთხოვნა მხოლოდ მსგავსი ტიპის შეხვედრებზე დირექტორის დასწრება იყო. მოწმის სახით ასევე გამოიკითხა მრჩეველთა საბჭოს მოქმედი წევრი გია ქარცივაძე, რომელიც ნათია კაპანაძის დირექტორობის  პერიოდში ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. კაპანაძის იმპიჩმენტის 17 პუნქტში ერთ-ერთი პუნქტი სწორედ რესურსების არასწორ მართვას და ხელფასების არათანაბარ გადანაწილებას ეხება.  ქარცივაძე არ უარყოფს, რომ მაუწყებელში ხელფასების განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემები  არსებობდა, თუმცა  განმარტავს, რომ საკითხი ცვლილებებს საკანონმდებლო დონეზე საჭიროებდა. გია ქარცივაძე პასუხისმგებლობას მრჩეველთა საბჭოს აკისრებს  და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მრჩეველებს უნდა მიეცათ მითითება თუ როგორ უნდა განსაზღვრულიყო სახელფასო ფონდი.  საქმეზე  მოპასუხე მხარე მაუწყებელია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი