სათამაშო ბიზნესის ახალი და გამკაცრებული წესები. პროექტს პარლამენტი ამ წუთებში პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილავს, წლის ბოლომდე კი საბოლოოდ უნდა იქცეს კანონად. ცვლილებები რამდენიმე მიმართულებას შეეხება, კერძოდ საგადასადო და სარეკალმო ნაწილებს, ასევე დაწესდება ასაკობრივი კატეგორიაზე შეზღუდვა, რაც 1 მილიონ ადამიანს შეეხება. წარმოდგენილი კანონპროექტით 50 მლნ-ით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს სახელწმიფო , თუმცა საგადასახადო ნაწილის გაზრდით 230 მლნ ლარით გაიზრდება შემოსავლები- ასეთია სახელმწიფოს მოლოდინი. თუ დოკუმენტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები სპორტულ გუნდებს აღარ დააფინანსებენ. ამავე საკანონმადებლო ინიციატივით იკრძალება რეკლამა აზარტული თამაშების, რასაც მედიამენეჯერების პროტესტი მოჰყვა.